“პუტინი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვაწლინ შევიდა”

11/03/2016

აშშ-ის პრეზიდენტმა , ბარაკ ობამამ, გამოცემა “ატლანტიკთან” ინტერვიუში, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მისი წინამორბედის პრეზიდენტობის შეფასებისას, საქართველოც ახსენა. მისი თქმით, პუტინი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვაწლინ შევიდა.
“ჩემი აზრით, არ არსებობდა ვინმე, რომელიც იფიქრებდა, რომ ჯორჯ ბუში რაციონალურად ან წინდახედულად იქცეოდა, როდესაც სამხედრო ძალას იყენებდა. როგორც მახსოვს, ბუშის თვალწინ პუტინი საქართველოში შევიდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ერყაში 100 000 სამხედრო გვყავდა განთავსებული” – განაცხადა ობამამ.

“ატლანტიკის” ჟურნალისტის თქმით, თეთრი სახლის ლიდერი 2008 წელს პუტინის მიერ საქართველოში შეჭრას გულისხმობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0