პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

02/11/2020

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტორი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0