პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ერთიანი პროფესიული ტესტირება დასრულდა

06/09/2020

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ერთიანი პროფესიული ტესტირება დასრულდა. ტესტირების მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აკვიდებოდნენ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდა. 2020 წლის საშემოდგომი მიღებაზე 14 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 12 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა ტესტირება, დანარჩენები კი კოლეჯის/უნივერსიტეტის შიდა შერჩევებში მონაწილეობდნენ. შიდა შერჩევები იმ პროფესიულ პროგრამებზე განხორციელდა, სადაც რეგისტრანტთა რაოდენობა არ აღემატებოდა თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
5 და 6 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში 59 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი და ყველა მათგანი სრულად აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. ერთიან პროფესიულ ტესტირებამდე 1 დღით ადრე კი ყველა აპლიკანტს ჰქონდა შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად გაევლო საცდელი ტესტირება და გასცნობოდა ტესტირების ფორმატს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0