პროკურატურის წარმომადგენლები საჯარო შეხვედრებს დაესწრნენ

03/07/2017

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გურჯაანსა და თელავში მოსახლეობასთან გამართულ საჯარო შეხვედრებს დაესწრნენ. შეხვედრებზე ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ისაუბრეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე საზოგადოებას გააცნეს სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0