თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის ლ.რ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურა ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
16/02/2018