საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს. კონკურსში მონაწილე ჯგუფები „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეარჩია. მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეტაპობრივად განხორციელდება.
პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო
20/10/2017