პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

16/02/2018

საქართველოს პროკურატურის მიერ ადევნების ფაქტზე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების – მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.
ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო – 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0