ბათუმის მერიის ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ დარბაზში პროექტ ,,ეზოს ფეხბურთის,, საშემოდგომო ლიგის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მონაწილე გუნდებსა და მათ მწვრთნელებს სპორტულ ღონისძიებაში არსებული სიახლეები გააცნეს. საშემოდგომო ლიგა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომელშიც 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტ “ეზოს ფეხბურთში” 400-მდე ბავშვი ჩაერთო
15/10/2016