ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს პროექტის,,3მ – მიიღე მონაწილეობა მართვაში“ წარდგენა გაიმართა. პროექტის წარდგენას აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგებლის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის უფროსები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. ,,3მ – მიიღე მონაწილეობა მართვაში“ პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში,დანერგოს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და შექმნასპრობლემათა ადვოკატირების საინტერესო პრეცედენტები მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით.
სულხან მახათაძემ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის დაგეგმვა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭიათურის ერთერთ სოფელში საერთო სახალხო კრება ჩატარდება, მანამდე კი შერჩეული სოფლის მოსახლეობისათვის ტრენინგები ჩატარდება.
პროექტი ,,3მ – მიიღე მონაწილება მართვაში” ჭიათურაში განხორციელდება
17/05/2016