პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას

27/04/2022

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი HEKS\EPER Georgia-ს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს
გენდერულად მგრძნობიარე, მონაწილეობრივ და მდგრად განვითარებას საქართველოში. პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგისა და გავლენის მოხდენაზე, ეს კი თავისთავად უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული და ინკლუზიური მმართველობის სტილის დამკვიდრებას. პროექტი ასევე აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა გამოყენებული იქნას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შეთანხმების შესაძლებლობები. ღონისძიებას, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სამხარეო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0