ექსპო ჯორჯიაში გაიმართა პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ დახურვის ღონისძიება. პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსა და სომხეთში, ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა“ ახორციელებდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კასელა, პროექტის გუნდის წევრები, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის წევრები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილლებმა მოისმინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში, რომელიც ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა ლევან დადიანმა წარმოადგინა, ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტის ფარგლებში მიღებული შდეგების მდგრადობის უზრუნველყოფაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
პრეზენტაცვიის ბოლოს გაჟღერდა მთავარი გზავნილები და პრიოროტეტები, რომელზეც მუშაობას განაგრძობს ოსფამის სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსთან ერთად.
აღნიშნული გზავნილებია, კერძოდ:
სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო ასიგნებების ხვედრითი წილის გაზრდა 10%-მდე
მცირე და საშუალო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კაპიტალური ინვესტირების მიზნობრივი საგრანტო პროგრამების ყოველწლიური დაფინანსების 25 მ. ლარამდე გაზრდა
მიწის კოდექსის მიღება
სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების ჩართვის წახალისება/ხელშეწყობა
გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა
სასოფლო-სამეურნეო ალიანსი (GAARD) ოქსფამის ინიცირებით პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიებაზე გაიმართა სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმის ხელმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოკავშირე მხარეების სურვილს და მზაობას, განაგრძონ პროექტის მიღწევების და აღნიშნული პრიორიტეტების ადვოკატირება მომავალში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება სტუდენტების დაჯილდოება, რომლებმაც მონაწიელობა მიიღეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ აკადემიური ესეების კონკურსში, სულ გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ 1000 ლარიანი ფულადი ვაუჩერით.
პროექტის განმავლობაში არა-ერთი კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობროვი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა მცირე მეურნეების მხარდაჭერის გზით. კვლევები და სხვა მასალები ხელმისაწვდომია საიტზე: www.foodsecuritysc.com ან www.bridge,org.ge
პროექტი „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ დაიხურა
15/09/2017