„ლიტერატურული ფესტივალი “, „მაფიის ღამე“ და „არტ- არეა“ – ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების მოხალისეები გეგმავენ. პროექტი „ერთი ნაბიჯი ერთობისკენ“, რომელიც ფონდ რეგიონის განვითარების ცენტრის მიერ იქნა დაფინანსებული, ახალგაზრდულმა ჯგუფმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ჯამბურიას გააცნო. პროექტის ხელმძღვანელის თასო მოდებაძის თქმით, პროექის ფარგლებში პირველი ღონისძიება „ლიტერატურული ფესტივალი “ 21 მაისს გაიმართება და მასში მონაწილებას ახალგაზრდა ცნობილი პოეტები მიიღებენ.
პროექტი „ერთი ნაბიჯი ერთობისკენ“
17/05/2016