პროექტი „გაიცანი საქართველო“ ხადას ხეობაში

18/04/2016

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გაიცანი საქართველო“ გრძელდება.
დუშეთის რაიონის მაღალმთიან მხარეში, ხადას ხეობაში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პრესტურში მიიღო მონაწილეობა და ხეობისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს, სტუმარ-მასპინძლობის წესებს, არსებულ ტურისტულ მარშრუტებს ადგილზე გაეცნო.
ხადას ხეობა, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, უნიკალური ბუნებით, კულინარიითა და ისტორიით გამოირჩევა.
გამოიფინა ადგილობრივი რეწვის ნიმუშები: ხეზე ნაკვეთი ნივთები, ხალიჩები, ხევსურული წინდები. შესრულდა ფოლკლორული ნომრები. ხადას ხეობაში, სამხარეო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, დადგინდება ახალი ტურისტული მარშრუტები.
პროექტი „აღმოაჩინე საქართველო“, შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0