პროექტი „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ოზურგეთში

18/05/2016

პროექტის ფარგლებში – „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი – ლაშა ჩხაიძე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის TravelGIS-ის დამფუძნებელი – სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი – ნინო კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia) და „ტურიზმის და რეალობას“ დირექტორი – ეკა დევიძე სტუმრობდნენ.
სტუმრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა – ნატალია ხომერიკმა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტმა – ირაკლი წულაძემ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე პროექტის „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ მიზნები და ამოცანები განიხილეს. პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“ ახორციელებს.
სტუმრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული ზონები: დვაბზუ, ლიხაური, მუზეუმები, ციხეები, ეკლესია-მონასტრები და აჭის ხეობა მოინახულეს.
პროექტის მიზანია – უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება. დამუშავებული და მოძიებული ინფორმაცია უსასყიდლოდ განვთავსდება ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში – მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალში www.travelgis.ge ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განთავსდება.
აღნიშნული პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების ტრენინგ-კონსულტაციებს, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და ტურისტული ბიზნესის განვითარებას ითვალისწინებს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართვა უფასო იქნება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა პროექტის ორგანიზატორებს თანამშრომლობა და მხარდაჭერა აღუთქვა.
პროექტი ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, ამასთან, მცირე მეწარმეობის განვითარებას, რომელიც ტურისტებისთვის ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადებას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0