საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. ამჯერად, ტრენინგი შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგს ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია უძღვებოდა. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. პროექტის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში.
პროექტის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა
13/03/2023