პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ მეორე ეტაპი იწყება

20/09/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ზუგდიდსა და ახალციხეში იწყებს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა’’ მეორე ეტაპს. პროექტი მოიცავს მეწარმეობის შესახებ ტრენინგებს, კრეათონებს (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს იდეებზე მუშაობას, პროტოტიპების შექმნას ტრენერებთან და მენტორებთან ერთად.
,,მეწარმეობის რეგიონული სკოლაში’’ მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს 16-დან 29 წლამდე. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება:
ქ. ზუგდიდი:
23 სექტემბერი – კრეათონი (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს-იდეებზე მუშაობა, დასაწყისი 11:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკი;
30 სექტემბერი, 1 ოქტომბერი – ტრენინგები მეწარმეობის თემაზე – დასაწყისი 11:00 საათზე; ზუგდიდის ტექნოპარკი.
მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართება ღონისძიების დაწყებამდე 23 სექტემბერს, 10:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკი;
სამინისტროს პროგრამა მიმდინარე წელს არის საპილოტე და ხორციელდება ოთხ მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ სტარტაპებს და თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი ,,ზრდას’’ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგნიზაცია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი’’.
პროექტის დასკვნითი ეტაპი 28-29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 10 საუკეთესო სტარტაპის ავტორი საკუთარ იდეას „თბილისი მოლში“ წარუდგენს ფართო საზოგადოებასა და პოტენციურ პარტნიორებს. მონაწილეთა ხარჯებს სამინისტრო სრულად დაფარავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0