„დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3,000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდა¬ჭე¬რით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო.
პროგრამით ,,აწარმოე საქართველოში” ახალი საწარმო გაიხსნა
28/02/2018