პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას

30/10/2022

შიდა ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპსა და გორში პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. კასპში რებილიტირდა სააკაძის მოედანი და სკვერები, მოპირკეთდა ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების ფასადები. გორში პროექტის I ეტაპი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის II ეტაპი, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობების ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და დაირგო ნარგავები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ I ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0