პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკანონმდებლო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებას განსაკუთრებულ პრობლემას პარლამენტის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება უქმნის.
„განსაკუთრებით პრობლემას ქმნის ორ ადგილზე მომუშავე პარლამენტი იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი როდესაც ყოველ მეორე კვირა პარლამენტი გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში რაც ბევრ პრობლემას ქმნის. თუმცა ის, რომ უმცირესობა ძალიან ხშირად არასაპატიოდ აცდენს სხდომებს, ეს ჩვენ კომიტეტზეც ხშირად ხდება როდესაც საერთოდ არ ესწრებიან თბილისში გამართულ საკომიტეტო მოსმენებს და მხოლოდ მაშინ მოდიოდნენ როდესაც მათთვის საინტერესო საკითხები იხილებოდა და პოლიტიკურად იყო ეს თემები საინტერესო. ეს არ არის მაჩვენებელი პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის სისუსტეზე ამიტომ ამ მხრივ ბუნებრივია პარლამენტს გარკვეული ზომები აქვს მისაღები“ – აცხადებს ეკა ბესელია.
პრობლემას ჰქმნის ორ ადგილზე მომუშავე პარლამენტი
11/07/2016