პრინციპულ საკითხებზე უნდა იყოს შეთანხმება

04/03/2016

პრინციპულ საკითხებზე უნდა იყოს შეთანხმება. ეს პრინციპები, პირველ რიგში, ეფუძნება ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობებს და რა თქმა უნდა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, კოალიციაში ურთიერთობების გარკვეული ფორმალიზება საჭიროა. თუმცა, ყველაფერი წინასაარჩევნო საკითხია და არა ამ რეჟიმში განსახილველი.
“როგორი იქნება წინასაარჩევნო ბლოკი, კოალიციური ფორმატი შენარჩუნდება, ახალი სახეები დაემატება, თუ რომელიმე სუბიექტი დატოვებს კოალიციას ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ეს დღეს ამ რეჟიმში გადასაწყვეტი არ არის. მთავარია რომ გარკვეული კონფრონტაცია დასრულდეს და შემდგომი ურთიერთობები, კი ბატონო, განისაზღვროს გარკვეული შეთანხმებებით. ამის აუცილებლობა ნამდვილად არის იმიტომ, რომ ჩვენ ამ კოალიციურმა რეჟიმმა ბევრი ხარვეზი დაგვანახა.
საჭიროა გარკვეული ფორმალიზება ჩვენი ურთიერთობების. ეს იქნება ზუსტად წინასაარჩევნო საკითხი და არა დღეს ამ წუთას. ახლა ჩვენ თუ კიდევ ჩვენი განცხადებებით და აქტივობებით ხელს შევუწყობთ კოალიციის სუბიექტებს შორის რაღაც გაურკვევლობას. არ იქნება სწორი”,- განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0