პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

27/06/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ზუგდიდიდან მამუკა ბახტაძე წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს ესაუბრა. პრემიერმა მათ თანადგომა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0