პრემიერ-მინისტრმა მინისტრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

28/11/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა, ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0