პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა

13/01/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0