პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს გალა ვახშამზე უმასპინძლა

26/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0