საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
მთავრობის მეთაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.
„ვანო გოლაშვილის გმირობა მართლაც სამაგალითოა. სწორედ ასეთი ადამიანების თავდადებასა და გმირობაზე დგას საქართველო. დარწმუნებული ვარ, მისი შვილები – მარიამი და გიორგიც ისევე იამაყებენ მამით, როგორც მთელი საქართველო ამაყობს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა. „მედალი მამაცობისთვის” ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსებიდან 3 წელი მიულოცა