საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. შეხვედრა დავოსში გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო – ყაზახეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.