საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07/01/2023