პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

02/05/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა. საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0