საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან – ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07/01/2024