პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

23/01/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა. ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0