საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მთავრობის მეთაური სამების ტაძარში თბილისის მერთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
02/05/2021