პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია

29/08/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან. პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0