საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა. ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგს შეხვდა
15/07/2023