საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება მოხდა. იდენტიფიცირებულია 6 სამხედრო პირის და 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტები ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს.
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
24/04/2021