პრემიერ-მინისტრი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა

21/03/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ასევე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. პრემიერთან ერთად ჩაის სახლში იმყოფებოდნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0