პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საშობაო წირვას დაესწრო

07/01/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0