პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო

25/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო. ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე – „სატრანსპორტო დერეფნები” – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0