პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

08/12/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად, მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება. ყურადღება დაეთმო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ფორუმის – „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის” ფარგლებში განსახილველ თემებს, რომელთა შორისაა – განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები და ა.შ. შეხვედრისას, ასევე დადებითად შეფასდა ტურისტების ზრდის დინამიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0