პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის – ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
”სივრცითი მოწყობის ფუნქცია გახლავთ უზრუნველყოს სივრცის რაციონალური, მდგრადი და დაბალანსებული დაგეგმვა, წაახალისოს ინტეგრაცია ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა: ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა და მრეწველობა, ასევე მოახდინოს საქალაქო და სოფლის რეგიონების კავშირების გაუმჯობესება. სწორედ ამ ინსტუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისათვის უფრო სტაბილური და გათვალადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას. კომპექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა – მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტატეგიული სამოქმედო გეგმები დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და რაც მთავარია, საქართველოს რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.