პრემიერმა ყველას მოუწოდა საკუთარი პასუხისმგებლობის კარგად გააზრებისკენ

03/03/2016

პრემიერმა ყველას მოუწოდა საკუთარი პასუხისმგებლობების კარგად გააზრებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. კობახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება კოალიციაში არსებული დაპირისპირების ამოწურვისკენ არის.

“პრემიერის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება კი არ გაღრმავდეს, არამედ წერტილი დაესვას და კოალიცია, მისი წევრები, როგორც მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები ორიენტირებული იყვნენ საქმეების კეთებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშეა. ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ყოველგვარი პირადული დაპირისპირება იყოს აღმოხვფრილი და თუ რაიმე კითხვები დაისმება, ეს იყოს შიგნით განხილული. და არა ასე საჯაროდ”, -განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0