პრემიერმა ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა

03/05/2016

გიორგი კვირიკაშვილმა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის სასახლესთან, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ დიდხანს მოღვაწეობა უსურვა. „ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო – ეს არის ინტელექტის და მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს ადამიანი არის უაღრესად სათაყვანებელი“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ვერის პარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0