პრემიერმა მინისტრებს შობა მიულოცა: გისურვებთ კარგ განწყობას ჩვენ საქმიანობაში

08/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს სხდომის დაწყებამდე შობის დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და საქმიანობაში კარგი განწყობა უსურვა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა ახალი წელი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღესასწაულს, გისურვებთ წარმატებებს, კარგ განწობას ჩვენ საქმიანობაში. ასევე, ყველა ჩვენ თანამოქალაქეს მინდა ვუსურვო მშვიდობიანი, ბედნიერი და წარმატებული ახალი წელიწადი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0