პრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა

13/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა. 60 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის. სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0