საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას, ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი.
პრემიერმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო
16/03/2024