პრემიერი ამბროლაურში გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებულ საწარმოში იმყოფებოდა

02/06/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო „რაჭული ლორი” დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო განხორციელებული 350 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის შესახებ, საიდანაც 40% – სახელმწიფო გრანტი, 50% – შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 10% – კერძო ინვესტიციაა. საწარმოს ხელმძღვანელი პირების განმარტებით, გემოვნური თვისებებით გამორჩეული რაჭული ლორის წარმოების ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანეს. საწარმოში სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს მოიცავს, მათ შორის მაცივრებს, საშრობს, ლაბორატორიას და ა.შ. პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს და ვაკუუმის მეთოდით იფუთება. ტრადიციული რაჭული ლორის გარდა, საწარმო მომხმარებელს ძეხვეულსაც სთავაზობს. საწარმოში 12 ადგილობრივია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0