საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა პასკალ მონიეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრეზიდენტს საფრანგეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
07/03/2016