პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

02/03/2016

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა.

პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებული 155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.

ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა.

„შეწყალების აქტი შეეხო ბევრ მუხლს. ეს არის როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა, შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0