პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები მიიღო

27/06/2018

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მომუშავე 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ნატოს სამიტისათვის მზადების საკითხსა და აშშ- ს კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდაჭერის აქტზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ამ დოკუმენტისათვის, რომლის მიღების საკითხიც აშშ-ი ვიზიტისას დააყენა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში.
საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით – რუსული აგრესიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება თუ არა განიხილებოდეს საქართველო ნატოსკენ სწრაფვა.
სასაუბრო საკითხებს შორის აღმოჩნდა ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0