პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს

20/06/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილი იყოს წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.

“მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი რიგგარეშე სესიის მოწვევის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ პარლამენტის რიგგარშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0