ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. წირვა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
პრეზიდენტი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო
06/01/2019